ხორვატიაში მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარეობს

14 სექტემბერი 2025, 19:31 105 ნახვა

ზაგრებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს ოთხი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობდა, რომელთაგანაც მირიან მაისურაძე (92 კგ) და გიორგი ელბაქიძე (74 კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებენ.

ქართველი ფალავნები მედლებისთვის ბრძოლას იმ შემთხვევაში გააგრძელებენ, თუ მათი დამმარცხებელი მოჭიდავეები ფინალში გასვლას მოახერხებენ. მაისურაძემ მეოთხედფინალში ამერიკელ მეტოქესთან 1:6 წააგო, ხოლო ელბაქიძემ მერვედფინალური შეხვედრა იაპონელ სპორტსმენთან დათმო. ტურნირის ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ რობერტ დინგაშვილი და ვლადიმერ გამყრელიძე, ისინი ასპარეზობას გამოეთიშნენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი