დავით ნინიაშვილმა ახალ კლუბში პირველი ლელო გაიტანა

15 სექტემბერი 2025, 08:50 74 ნახვა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ დივიზიონში მეორე ტურის მატჩები გაიმართა. „ლა როშელმა“ საკუთარ მოედანზე „კლერმონი“ მიიღო და 34:16 დაამარცხა.

მასპინძლეთა რიგებში ახალ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ნინიაშვილმა, რომელიც „ლა როშელში“ „ლიონიდან“ გადავიდა.

ნინიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და 77-ე წუთზე ლელოს დადებაც მოახერხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი