ხვიჩა კვარაცხელიამ „ლანსთან" მატჩში ტრავმა მიიღო 

15 სექტემბერი 2025, 09:44 113 ნახვა

ლიგა 1-ის შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენი „ლანსს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ევროპის სუპერთასის შემდეგ პირველად გამოჩნდა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 29 წუთი გაატარა.

კვარაცხელიას მე-3 წუთზე „ლანსის“ ფეხბურთელი ოდსონ ედუარდი ეუხეშა. მართალია, მან თამაში გააგრძელა, მაგრამ ტკივილის გამო მაინც შეცვალეს.

რამდენად სერიოზულია ტრავმა, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი