გიორგი ჩაკვეტაძე ნაკრებს ოქტომბრის მატჩებში ვერ დაეხმარება

15 სექტემბერი 2025, 08:45 93 ნახვა

გიორგი ჩაკვეტაძე ნაკრებს ოქტომბრის მატჩებში ვერ დაეხმარება. "უოტფორდის" მწვრთნელის პაულო პეცოლანოს განცხადებით, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა იმაზე რთულად მოსარჩენი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.

"ჩაკვეტაძის თაობაზე კარგი ამბები არ გვაქვს. იმედი გვქონდა, რომ ის ახლო მომავალში დაგვიბრუნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სამწუხაროდ, მოცდა უფრო დიდხანს მოგვიწევს და თუ ასე გაგრძელდა, ის ნაკრებს ვერც ოქტომბერში დაეხმარება", - თქვა პეცოლანომ.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში საქართველოს ნაკრებს ორი ურთულესი და გადამწყვეტი გასვლითი მატჩი ელის. 11 ოქტომბერს ელჩეში ესპანეთის ნაკრებს, ხოლო 14-ში, ქოჯაელიში, თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

 
 
ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი