გორის „დილამ“ ცხრა მოთამაშით დარჩენილი ბათუმის „დინამო“ 2:0 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველად გახდა ეროვნული ლიგის ლიდერი.
მე-13 წუთზე მსაჯმა მოედნიდან დინამოელი დმიტრი მანდრიჩენკო გააძევა.
66-ე წუთზე ბათუმელთა თავდამსხმელი ლევან ხოზრევანიძე მოედანზე მსაჯის ნებართვის გარეშე დაბრუნდა, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ისიც გააძევეს. 85-ე წუთზე „დინამოს“ კარში პენალტი სანდრო ანდრონიკაშვილმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 98-ე წუთზე გორელთა ახალწვეულმა, აბდალა ხლაიხალიმ დააფიქსირა.
„დილამ“53 ქულა დააგროვა და „იბერიას“გადაასწრო, ხოლო ბათუმის „დინამო“ მეხუთე პოზიციაზე დაქვეითდა.