თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა

16 სექტემბერი 2025, 09:05 88 ნახვა

თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა. ტურნირის ბოლო დღეს შანსი ოთხ მოჭიდავეს ჰქონდა, მაგრამ ყველა მათგანი უმედლოდ დარჩა. 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძე ბრინჯაოსთვის აზერბაიჯანელ ოსმან ნურმაგომედოვს შეხვდა და 1:5 დამარცხდა.

74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს შანსი ჰქონდა გიორგი ელბაქიძეს, მაგრამ ირანელ იონეს ალიაკბართან 1:12 წააგო. 65-ში დამარცხდა გოდერძი ძებისაშვილი, მან მეორე წრეში პუერტორიკოელ სებასტიან რივერასთან 0:10 წააგო, რომელიც ფინალში ვერ გავიდა და ქართველი უმედლოდ დარჩა.

ნაკრების ლიდერმა და ოლიმპიურმა ვიცე-ჩემპიონმა გივი მაჭარაშვილმა პირველი შეხვედრა შატლიკ ჰემელაიევთან 4:0 მოიგო, თუმცა იაპონელ არაშ იოშიდასთან 2:6 წააგო, რომელიც ფინალამდე ვერ მივიდა და მაჭარაშვილიც ასპარეზობას გამოეთიშა.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც 10 სპორტსმენით გამოდიოდა, მსოფლიოს ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი