ბუდუ ზივზივაძე სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

17 სექტემბერი 2025, 09:13 117 ნახვა

დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო ბუდუ ზივზივაძე სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

გერმანიის ბუნდესლიგის მესამე ტურის მატჩის დროს „ჰაიდენჰაიმსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის ქართველი თავდამსხმელი უხეშობის გამო მოედნიდან გააძევეს. მისი გუნდი კი 0:3 დამარცხდა.

ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმს“ ვერ დაეხმარება 20 სექტემბერს „ჰამბურგთან“, 27 სექტემბერს „აუგსბურგთან“ და 5 ოქტომბერს „შტუტგარტთან“ მატჩების დროს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი