ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მიქაუტაძის დებიუტი შედგა. ქართველი ფორვარდის „ვილიარეალი“ ლონდონში „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. გიორგი მიქაუტაძე ესპანური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად, 90 წუთი ითამაშა.
„ტოტენჰემმა“ გოლი მე-4 წუთზე, „ვილიარეალის“ მეკარის უხეში შეცდომის შემდეგ გაიტანა, რის შემდეგ შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა. „ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ მატჩს პირველ ოქტომბერს საკუთარ სტადიონზე ტურინის „იუვენტუსთან“ გამართავს.
სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: „იუვენტუსი“ – „დორტმუნდი“ 4:4; „რეალი“ – „მარსელი“ 2:1; „ბილბაო“ – „არსენალი“ 0:2; „ეინდჰოვენი“ – „როიალ უნიონი“ 1:3; „ბენფიკა“ – „ყარაბახი“ 2:3. დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ექვსი შეხვედრა გაიმართება. გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ენფილდზე“ მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ კი „ატალანტას“ მიიღებს.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველმა შემტევმა ინდივიდუალურად ივარჯიშა, თუმცა ითამაშებს თუ არა ბერგამოელების წინააღმდეგ, ამას ლუის ენრიკე მატჩის წინ გადაწყვეტს. მატჩები თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.