ბათუმი მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდულ სერიას უმასპინძლებს

17 სექტემბერი 2025, 10:01 97 ნახვა

18 სექტემბრიდან ბათუმის სპორტის სასახლე მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდულ სერიას უმასპინძლებს. ჩვენი ქალაქი მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის კალენდარულ შეჯიბრებას ზედიზედ მესამედ მასპინძლობს. ტურნირში მონაწილეობას 20 ქვეყნის 163 სპორტსმენი მიიღებს. ჩემპიონ-პრიზიორები ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდებიან.

15 და 19 წლამდელთა შორის კი ასპარეზობა ერთეულების გარდა, წყვილთა თანრიგშიც გაიმართება. ტურნირი 21 სექტემბერს დასრულდება.

შეჯიბრება სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის, სპორტის სამინისტროს და აჭარის სპორტის სამინისტროსა და სპორტის მხარდაჭერით ტარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი