ბათუმი მაგიდის ჩოგბურთის ,,მსოფლიო ახალგაზრდულ სერია - 2025" -ს - მასპინძლობს

18 სექტემბერი 2025, 20:01 93 ნახვა

სპორტის მინისტრი საერთაშორისო და ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა ბათუმი მაგიდის ჩოგბურთის ,,მსოფლიოს ახალგაზრდულ სერია - 2025”-ს - მასპინძლობს.

ტურნირის ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საერთაშორისო მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პეტრა სიორლინგთან და ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების პრეზიდენტ პედრო მოურასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე 2027 წელს საქართველოში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს, რაზეც სტუმრებმა ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღუთქვეს.

საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე ტურნირს, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის განვითარების პერსპექტივებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

საქართველო მაგიდის ჩოგბურთის ,,მსოფლიო ახალგაზრდულ სერია”-ს უკვე მეოთხედ მასპინძლობს, თუმცა წლევანდელი შეჯიბრება ყველაზე მასშტაბურია და მასში 20 ქვეყნის 163 სპორტსმენი მონაწილეობს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი