ბათუმი მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. მასში 20 ქვეყნის 163 სპორტსმენი მონაწილეობს.
ტურნირი უ11, უ13, უ15, უ17 და უ19 ასაკობრივი კატეგორიების ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში, ხოლო უ15 და უ19 ასაკობრივი კატეგორიების შერეულ წყვილთა თანრიგში იმართება და 21 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„მსოფლიოს ახალგაზრდული სერია - 2025" ორგანიზებულია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის, საქართველოს და აჭარის მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციების მიერ.