საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია

21 სექტემბერი 2025, 15:20 90 ნახვა

თბილისში მიმდინარე პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გუნდური ასპარეზობის გამარჯვებული გახდა.

ქართველი პარაძიუდოისტები გუნდურ შეჯიბრებაში პირველად გახდნენ კონტინენტის ჩემპიონები.

ჯამში, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე თბილისის 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე ათი მედალია – ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს.

საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა ასევე იტალიის, საფრანგეთისა და მოლდოვას ნაკრებებსაც სძლია. ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველომ ცხრა მედალი მოიპოვა.

ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა (J2 კატეგორია -70კგ), ლევან გუგავამ (J2 კატეგორია -81 კგ) და რევაზ ჩიკოიძემ (J2 კატეგორია +95 კგ) იზეიმეს. ვერცხლს ბაჩუკი შელია (J2 კატეგორია -81 კგ) და ზვიად გოგოჭური (J2 კატეგორია +95კგ) დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ზურაბ ზურაბიანმა (J2 კატეგორია -70 კგ), საბა ბაღდავაძემ (J1 კატეგორია -81 კგ), ინა ქალდანმა(J2 კატეგორია +70კგ) და ლაშა ყიზილაშილი (J2 კატეგორია -95 კგ) მოიპოვეს.

პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი