ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირს გამოეთიშა 

22 სექტემბერი 2025, 08:49 85 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ქალაქ ჩენდუში მიმდინარე ტურნირზე გამოსვლა დაასრულა. მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ ლორენცო მუზეტისთან ორ სეტში 3:6, 3:6 დამარცხდა.

ბასილაშვილმა ჩენდუს ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, ხოლო ძირითად ბადეში ორი მატჩი მოიგო. ის ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 114-ე ადგილს იკავებს და ახალი კვირიდან კლასიფიკაციაში დაწინაურდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე