ქართველი მსაჯი ზაზა ჯიბლაძე მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ დააჯილდოვა

23 სექტემბერი 2025, 09:50 95 ნახვა

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ ზაგრებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 2025 წლის სამი საუკეთესო მსაჯი დაასახელა, რომელთა შორის ერთ-ერთი ქართველი ზაზა ჯიბლაძეა. ზაზა ჯიბლაძე მეორე ქართველი არბიტრია, ვინც „ოქროს სასტვენით“ დაჯილდოვდა. 2014 წელს ეს ჯილდო ედიშერ მაჩაიძემ მიიღო.

ხორვატიაში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გამოსვლა ორი მედლით – ოქროთი და ვერცხლით დაასრულა.

ჩემპიონი 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვახტანგ ლოლუა გახდა, 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ვერცხლის მედალი კი გელა ბოლქვაძემ მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე