ხულოს ''ხიხანის'' ფეხბურთელების ნაწილმა პროტესტის ნიშნად არ ითამაშა

08 მაისი 2018, 00:00 3858 ნახვა

ხულოს „ხიხანის“ ფეხბრთელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დღეს მატჩი არ ითამაშა. გუნდის წევრები ხელფასების გაცემას მოითხოვენ. „ხიხანის“ ახალი მწვრთნელის ინფორმაციით, ფეხბურთელებს სამი თვეა ანაზღაურება არ აუღიათ.

გუნდის შესაძლო გაუქმებაზე საუბრობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ხულოს „ხიხანსა“ და  ტყიბულის „მეშახეტეებს”  შორის მატჩს პარლამეტის წევრი ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდა. იგი აცხადებს, რომ აქამდე გუნდს კეთილი ნებით ბიზნესმენები აფინანსებდნენ  და სამომავლოდაც იზრუნებს, რომ “ხიხანმა” დამფინანსებლები მოიპოვონ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი