რუსეთის მორიგი იერიში უკრაინაზე - მაკრონის გამოხმაურება

21 მარტი 2025, 20:24 281 ნახვა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა რომ მშვიდობის სურვილს გულწრფელად არ იზიარებს.
მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა 27 მარტს უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის სამიტი დააანონსა, რომელიც პარიზში გაიმართება. მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციის ლიდერები სამშვიდობოების გაგზავნისა და უსაფრთხოების გარანტიების გარშემო ისაუბრებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი