უკრაინის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ ნატო-ში გაწევრიანების ამბიციაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.როგორც მედია იუწყება, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დასასრულებლად, უკრაინის მხრიდან კომპრომისის სახით, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უარი თქვა ნატო-ში გაწევრიანების ამბიციაზე.უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის, ევროპისა და სხვა პარტნიორების უსაფრთხოების გარანტიები ნატო-ში გაწევრიანების ნაცვლად, უკრაინის მხრიდან კომპრომისი იყო.
