უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ბერლინში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კომუნიკაციების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, დმიტრო ლიტვინზე დაყრდნობით ავრცელებს.გუშინ საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბერლინში ვიზიტის დროს უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრები ამერიკულ მხარესთან, კერძოდ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან - და ასევე ევროპელ მეგობრებთან.დღეს კი ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბერლინში უკრაინულ-ამერიკული დღე იქნება.
