ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და უკრაინაზე არ გაჩერდება - ფრიდრიხ მერცი

14 დეკემბერი 2025, 16:17 133 ნახვა

პუტინი თავისი აგრესიული პოლიტიკით უკრაინაზე არ გაჩერდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

მერცის თქმით, ვლადიმერ პუტინი დაინტერესებულია საბჭოთა კავშირის აღდგენით.

„ეს წარმოადგენს უზარმაზარ საფრთხეს, მათ შორის სამხედრო საფრთხეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ადრე ამ იმპერიის ნაწილი იყვნენ.

სწორედ, ამიტომ უკრაინისთვის შემდგომი დახმარება და ევროპის ერთიანობა ბრიტანეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებია", - განაცხადა მერცმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი