უკრაინის პრეზიდენტმა პირველად დაადასტურა, რომ უკრაინული ჯარები აქტიურობდნენ რუსეთის ბელგოროდის რეგიონში, რადგან ისინი ცდილობენ დაიცვან უკრაინული საზღვრისპირა ქალაქები.
უკრაინის ჯარები რჩებიან მეზობელი რუსეთის კურსკის რეგიონის ნაწილებში შეჭრიდან რვა თვის შემდეგაც, თუმცა რუსულმა ძალებმა დაიბრუნეს ბევრი დაკარგული ტერიტორია.
,,ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა. ჩვენი მთავარი მიზანი იგივე რჩება: დავიცვათ ჩვენი მიწა და ჩვენი სოფლები სუმისა და ხარკოვის რეგიონებში რუსი ოკუპანტებისაგან“ - განაცხადა ზელენსკიმ.