რუსეთმა ქალაქ სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანა - დაიღუპა, სულ მცირე, 20 ადამიანი. არიან დაშავებულებიც, მათ შორის ბავშვი.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, დაღუპულების უმეტესობა სამოქალაქო პირია.
„დღეს, სარაკეტო დარტყმის შედეგად, ბევრი მსხვერპლია. მტერმა კვლავ დაარტყა მშვიდობიან მოსახლეობას“, - წერს სუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, არტემ კობზარი სოციალურ ქსელში.
უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.