რუსეთის იერიშს ქალაქ სუმზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი გამოეხმაურა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ტრამპის წინადადების მიუხედავად რუსეთის არჩევანია, გააგრძელოს ომი. მაკრონმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გადამწყვეტი ზომების მიღება, რათა რუსეთი აიძულონ, შეწყვიტოს ცეცხლი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასიც გამოეხმაურა თავდასხმას და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ბზობის აღსანიშნავად შეიკრიბნენ, მათ რუსული რაკეტები დახვდათ. „ბზობა მშვიდობის დღეა. დღეს დილით, როდესაც ხალხი ლოცვისთვის შეიკრიბა, რუსეთმა სუმი დაბომბა - მოკლა და დაჭრა მშვიდობიანი მოქალაქეები,“ ასე გამოეხმაურა სუმის დაბომბვას მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.