მალდივებმა პალესტინის სოლიდარობის ნიშნად ქვეყანაში ისრაელის მოქალაქეებს შესვლა აუკრძალა

16 აპრილი 2025, 14:35 192 ნახვა

მალდივების რესპუბლიკამ ისრაელის პასპორტის მფლობელებს ქვეყანაში შესვლა ოფიციალურად აუკრძალა.  კანონის რატიფიცირება უკვე მოხდა და აკრძალვა დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში. მალდივების მთავრობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ასახავს მათ „მტკიცე პოზიციას ისრაელის მიერ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის შემთხვევებისა და სისასტიკის საპასუხოდ“. მალდივების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც დაფიქსირებულია მხარდაჭერა „დამოუკიდებელი და სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნისადმი“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი