სერბეთის ქალაქ კრალევოში სტუდენტებმა და მათმა მხარდამჭერებმა მრავალათასიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გამართეს. მომიტინგეებმა ხელში ანთებული მობილური ტელეფონებით წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარი კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას.
სერბეთი მთავრობის წინააღმდეგ მასობრივმა საპროტესტო გამოსვლებმა მას შემდეგ მოიცვა, რაც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. მომიტინგეები მომხდარს ხელისუფლებაში ფართო კორუფციას უკავშირებენ და მას დაუდევრობასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ.
სტუდენტების ორგანიზებით ყოველდღიური აქციები სერბეთის ყველა ქალაქში გავრცელდა და პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის 12-წლიანი მმართველობის ყველაზე დიდი გამოწვევა გახდა. აქციის მონაწილეები გმობენ ხელისუფლების არაკომპეტენტურობას, რამაც კატასტროფა გამოიწვია. გასულ კვირას კონტრაქციაზე ბელგრადში პრეზიდენტ ვუჩიჩის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი სერბეთის, კოსოვოსა და ბოსნიის ქალაქებიდან შეიკრიბა.