არგენტინაში პენსიონერთა პროტესტი შეტაკებებში გადაიზარდა

17 აპრილი 2025, 14:32 205 ნახვა

ბუენოს-აირესში  საპროტესტო აქციაზე არგენტინელი პენსიონერები უსაფრთხოების ძალებს დაუპირისპირდნენ. სპეცრაზმმა  აქციის დასაშლელად  წიწაკის სპრეი გამოიყენა. ინციდენტი მოჰყვა მომიტინგეების მიერ სატრანსპორტო მოძრაობის გადაკეტვის მცდელობას,   რამაც დაძაბულობა გამოიწვია სპეცრაზმთან.
ცრემლსადენი გაზის შედეგად დაზარალებულთა შორის იყო ხანდაზმული ქალი, რომელსაც სამედიცინო დახმარება დაჭირდა. არგენტინაში  მარტიდან მოყოლებული  საპროტესტო აქციები ძალადობით გამოირჩევა, პენსიონერები თავიანთი  უფლებების დაცვას და მიმდინარე არეულობაზე მთავრობის რეაგირებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პრეზიდენტ ხავიერ მილეის მკაცრ ეკონომიკურ ზომებს, რამაც, მათი თქმით, მნიშვნელოვნად იმოქმედა მათ საარსებო წყაროზე, რომელმაც დაკარგა მსყიდველობითი უნარი და  მედიკამენტებსა და ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა შეზღუდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი