აშშ-მა და უკრაინამ მინერალების შეთანხმების გაფორმების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს 

18 აპრილი 2025, 11:37 213 ნახვა

აშშ-მა და უკრაინამ მინერალების შეთანხმების გაფორმების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. უკრაინის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ განზრახვას, დაასრულონ და გააფორმონ შეთანხმება, რომელიც სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნის მოსახლეობისთვის. იულია სვირიდენკოს თქმით, მემორანდუმზე ხელმოწერა ადასტურებს გუნდების კონსტრუქციულ თანამშრომლობას. მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ მზადდება საინვესტიციო ფონდი უკრაინის აღდგენისთვის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი