სროლა იყო ფლორიდის შტატის უნივერსიტეტში, სადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. დაჭრილია თავდამსხმელიც. პოლიციის განცხადებით, გარდაცვლილთა შორის სტუდენტები არ არიან. უწყების ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი 20 წლის ახალგაზრდა კაცია და ის ასევე პოლიციის ოფიცრის შვილია. გავრცელებული ცნობით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ერთ-ერთი იარაღი სწორედ ოფიცერს ეკუთვნოდა. სავარაუდო თავდამსხმელი საავადმყოფოშია გადაყვანილი და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამ დროისთვის უცნობია თავდასხმის მოტივი და დაწყებულია გამოძიება.