ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზის სექტორში 20-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ოჯახის 10 წევრი. არაბული მედიის ცნობით, ისრაელის სამხედროებმა თავდასხმა ქალაქ ხან იუნისის მახლობლად მდებარე საცხოვრებელ სახლზე განახორციელეს. ორი ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით კარვებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობდნენ.