მოსკოვს შეუძლია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი, თუ ამის ნამდვილი სურვილი აქვს - ანიტა ჰიპერი

20 აპრილი 2025, 11:31 200 ნახვა

მოსკოვს შეუძლია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი, თუ ამის ნამდვილი სურვილი აქვს, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ „სააღდგომო ზავს“.„რუსეთს აგრესორის რეპუტაცია აქვს, ამიტომ, პირველ რიგში, საჭიროა ვიხილოთ აგრესიის რეალური შეჩერება და მკაფიო ქმედებები ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტისთვის“, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.ამასთან, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც უკრაინა დათანხმდა ცეცხლის უპირობო შეწყვეტას.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი