რუს სამხედროებს ცეცხლი არ შეუყვეტიათ - ზელენსკი "სააღდგომო ზავზე"

20 აპრილი 2025, 11:32 215 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფრონტზე აქტიური სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის მოხსენების თანახმად, რუსულმა დანაყოფებმა დღეს დილით ფრონტის ხაზის სხვადასხვა მიმართულებით 59 დაბომბვა და 5 თავდასხმითი შეტევა განახორციელეს.
მისი თქმით, რუსული არმია ცდილობს შექმნას ცეცხლის შეწყვეტის შთაბეჭდილება, მაგრამ უკრაინისთვის დანაკარგების მიყენებას არ წყვეტს.აცხადებს, რომ უკრაინის წინადადება 20 აპრილის 24:00 საათიდან 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება და ქვეყანა ფრონტზე არსებული რეალური ვითარების შესაბამისად უპასუხებს.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი