პუტინის "სააღდგომო ზავის" მიუხედავად, რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს არ წყვეტს

20 აპრილი 2025, 13:33 249 ნახვა

პუტინის "სააღდგომო ზავის" მიუხედავად, რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს განაგრძობს.

ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფრონტზე აქტიური სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს. 

„ჩვენი ჯარისკაცები ყველგან ისე რეაგირებენ, როგორც მტერი იმსახურებს კონკრეტულ საბრძოლო ვითარებაში. უკრაინა სარკისებურად გააგრძელებს მოქმედებას. გუშინ 18:00 საათიდან დღეს 00:00 საათამდე რუსეთის არმიის მიერ განხორციელდა 387 დაბომბვა და 19 თავდასხმითი მოქმედება. რუსებმა დრონები 290-ჯერ გამოიყენეს“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, რუსული არმია ცდილობს შექმნას ცეცხლის შეწყვეტის შთაბეჭდილება, მაგრამ უკრაინისთვის დანაკარგების მიყენებას არ წყვეტს.

პუტინმა "სააღდგომო ზავის" შესახებ გუშინ განაცხადა.

„შაბათს 18:00 საათიდან – კვირის 00:00 საათამდე რუსეთი სააღდგომო ზავს აცხადებს. ამ პერიოდის განმავლობაში შეწყდება ყველა საბრძოლო მოქმედება“, – თქვა პუტინმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი