ზელენსკის სააღდგომო მიმართვა

20 აპრილი 2025, 14:58 265 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს მის მიერვე გამოცხადებული „სააღდგომო ზავის“ დარღვევაში ადანაშაულებს. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსული არმია ცდილობს შექმნას ცეცხლის შეწყვეტის შთაბეჭდილების შექმნას, მაგრამ უკრაინისთვის დანაკარგების მიყენებას არ წყვეტს. თავის მხრივ რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს თავდასხმაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა ღამით 900-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააღდგომო ვიდეო მიმართვაც გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ადრე თუ გვიან ბოროტება უკან დაიხევს და სიცოცხლე გაიმარჯვებს

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი