რომის პაპის სააღდგომო მილოცვა

20 აპრილი 2025, 17:54 243 ნახვა

რომის პაპი ფრანცისკე, ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მივიდა და შეკრებილებს, აღდგომა მიულოცა. ტრადიციული სააღდგომო სიტყვა პაპის ნაცვლად ღვთისმსახურმა წაიკითხა. "არ შეიძლება იყოს მშვიდობა რელიგიის თავისუფლების, აზრის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და სხვათა შეხედულებების პატივისცემის გარეშე", - თქვა სასულიერო პირმა. ქადაგებაში რომის პაპმა ყურადღება გაამახვილა გლობალურ კონფლიქტებზე, ჰუმანიტარულ კრიზისებსა და მშვიდობის აუცილებლობაზე. მან ისაუბრა, ღაზის სექტორსა, ასევე იემენში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისსა და ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე. პაპმა ასევე ისაუბრა უკრაინაზე და ქვეყანას მშვიდობის მალე დადგომა უსურვა. ამასთან, პაპმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბოლოოდ ხელი მოეწერება სამშვიდობო შეთანხმებას. პაპმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა დიალოგისა და მშვიდობის გზების ძიებისკენ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი