აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ინდოეთში ჩავიდა

21 აპრილი 2025, 09:58 209 ნახვა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯი დი ვენსმა დაიწყო ოთხდღიანი ვიზიტი ინდოეთში. იგი მოლაპარაკებებს გამართავს  პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან, რომელიც ჩქარობს თავიდან აიცილოს აშშ-ს მკაცრი ტარიფები ადრეული სავაჭრო შეთანხმებით და გააძლიეროს კავშირები ტრამპის ადმინისტრაციასთან.

ვენსი ვიზიტის პირველ დღეს, ოჯახთან ერთად მოინახულებს ტაჯ მაჰალს  და ქალაქ ჯაიპურში დაესწრება ქორწილს.  

ვენსის ცოლი, უშა, ინდოელი ემიგრანტების ქალიშვილია. მოდი და ვენსი ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესზე იმსჯელებენ. 

დღის წესრიგში ორმხრივი ვაჭრობისა და თავდაცვის პარტნიორობის გაძლიერების საკითხებია. ინდოეთის პრემიერ- მინისტრი იყო ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელიც შეხვდა ტრამპს მისი თანამდებობის დაკავების შემდეგ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი