ისრაელში ასობით მომიტინგე გამოვიდა ქუჩებში. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსვლელობა თელ-ავივის ჰაბიმას მოედნიდან დაიწყეს. ისინი ნეთანაიაჰუს მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან და პრემიერს გადადგომისკენ მოუწოდებენ.
პოლიციამ აქციის დაშლა სცადა და მსვლელობას უკანონო უწოდა, რადგან მომიტინგეებმა საპროტესტო ადგილი დატოვეს. პოლიციასთან დაპირისპირება შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტები არ დაემორჩილენ სამართალდამცველთა მოწოდებებს. საპროტესტო აქციები ისრაელში ყოველკვირეულ მოვლენად იქცა.
ქუჩაში გამოსული ადამიანები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას ღაზაში ბრძოლის განახლების შესახებ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, რათა ღაზაში ჰამასის ტყვეობაში დარჩენილი 59 მძევლის გათავისუფლება და მათი სახლში დაბრუნება უზრუნველყოს.