ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა საუდის არაბეთში ვიზიტი შეწყვიტა

23 აპრილი 2025, 09:05 160 ნახვა

ჯამუსა და ქაშმირში ტურისტებზე  თავდასხმის გამო ინდოეთის პრემიერ მინისტრმა საუდის არაბეთში ორდღიანი ვიზიტი შეწყვიტა და ნიუ დელიში დაბრუნდა. მინიმუმ 26 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.  

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ნაკლებად ცნობილმა სამხედრო ჯგუფმა, "ქაშმირის წინააღმდეგობამ" აიღო, რომელიც  რეგიონში  დემოგრაფიულ ცვლილებებს  85 ათასზე მეტი ადამიანის ჩასახლებას უკავშირებს.

ინდოეთმა 2019 წელს გააუქმა ქაშმირის სპეციალური სტატუსი, რითაც დაყო სახელმწიფო ორ ფედერალურ ადმინისტრაციულ ტერიტორიად - ჯამუ და ქაშმირი და ლადახი.

სტატუსის გაუქმებამ  ადგილობრივ ხელისუფლებას ბინადრობის ნებართვების გაცემის უფლება მიანიჭა უცხო პირებზე, რომლებსაც დასაქმებისა და  და ამ ტერიტორიაზე მიწის ყიდვა შეუძლიათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი