თურქეთის ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი რესპუბლიკის დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმთან საპროტესტო მსვლელობით მივიდა. მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ორგანიზებით თურქეთის პირველი პარლამენტის შენობიდან ათათურქის მავზოლეუმამდე საპროტესტო მსვლელობა ადგილობრივმა გუბერნატორმა აკრძალა.
მიუხედავად აკრძალვისა, ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში თურქეთის პირველი პარლამენტის დაარსებიდან 105 წლის იუბილეს აღსანიშნავად და სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრების შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული გზიდან უკანდახევა გააპროტესტა.
"ჩვენ აქ ვართ რესპუბლიკისთვის, ჩვენ აქ ვართ ათათურქისთვის. ჩვენ აქ ვართ დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ აქ ვართ თავისუფლებისთვის", - განაცხადეს ოპოზიციის მხარდამჭერებმა.