კიევზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

24 აპრილი 2025, 09:01 84 ნახვა

უკრაინის დედაქალაქზე რუსული დრონების მასშტაბური შეტევის გამო ადამიანები მეტროს აფარებდნენ თავს. კიევში ღამით სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად  ცხრა ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა. ქალაქში ისმოდა  აფეთქებებისა და საჰაერო განგაშის ხმები.

საგანგებო სამსახურების მონაცემებით,  თავდასხმამ გაანადგურა და დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები, ნანგრევებში მოყოლილია ადამიანები. 

სამაშველო ჯგუფები  ნანგრევებს ასუფთავებენ. სამაშველო სამუშაოები დედაქალაქის ხუთ რაიონში მიმდინარეობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი