რუსეთის სამხედრო უწყება ირწმუნება, რომ ღამით რუსულმა ძალებმა მასშტაბური დარტყმა მიიტანეს უკრაინის საავიაციო, სარაკეტო-კოსმოსური, მანქანათმშენებლობისა და ჯავშანტექნიკის სამრეწველო საწარმოებზე. თავის მხრივ უკრაინის საჰაერო ძალებში კი აცხადებენ, რომ თავდასხმები განხორციელდა კიევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირის, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის რეგიონებზე.
უკრაინის ეროვნული პოლიციის მონაცემებით, თავდასხმების შედეგად კიევში დაზიანდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები, კვების ობიექტები, მანქანები და მეტროსადგური.
პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელინსკი, რომელმაც სამხრეთ აფრიკაში ოფიციალური ვიზიტის პროგრამა მომხდარის გამო შეკვეცა, 80-ზე მეტი დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ზელენსკის თქმით, კიევში 8 ადამიანია დაღუპული.