პაკისტანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქაშმირის დაპირისპირებამ შესაძლოა სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს. ხავაჯა ასიფის თქმით, მსოფლიო უნდა შეშფოთდეს ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის სრულმასშტაბიანი კონფლიქტის პერსპექტივით.
მინისტრმა დაამატა, რომ დაპირისპირების მოლაპარაკებების გზით დასრულების იმედი აქვს. ამასთან, ინდოეთმა პაკისტანის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.
ტერორისტული თავდასხმის შემდეგ კი, მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტიც დახურა.
თავის მხრივ პაკისტანმა ინდოეთის მოქალაქეებს ვიზები გაუუქმა და ინდოეთის ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცე დახურა.