დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავი, რომელიც აშშ-დან, კერძოდ, ფლორიდიდან სპეცრეისს ასრულებდა, რუსეთის საჰაერო სივრცეში ლატვიის მხრიდან შევიდა და მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტში დაეშვა.
უიტკოფი, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ცნობისთვის, ტრამპის წარმომადგენლისთვის მომლაპარაკებლის სტატუსით ეს მოსკოვში მისი მეოთხე ვიზიტია.