ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი პუტინს შეხვდა

25 აპრილი 2025, 18:21 123 ნახვა

კრემლში რუსეთის პრეზიდენტისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას ადასტურებს კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი. სტივ უიტკოფი მოსკოვში დღეს ჩავიდა.
მიმდინარე მოლაპარაკებას ასევე ესწრებიან პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დიმიტრიევი. ვლადიმერ პუტინსა და სტივ უიტკოფს შორის ბოლო შეხვედრა 11 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში გაიმართა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი