ომანის დედაქალაქ მასკატში აშშ-სა და ირანის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. ირანული მედიის ცნობით, მხარეები ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მსჯელობენ. მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ომანელ კოლეგას შეხვდა. ამერიკულ დელეგაციას კი ომანში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად იმყოფება შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკური დაგეგმარების დირექტორი.
ირანის ხელისუფლების ცნობით, მათ დელეგაციაში ასევე არის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სანქციების მოხსნის საკითხზე მუშაობს. ცნობისთვის, ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი – ომანში, ხოლო მეორე იტალიაში გაიმართა.