მსოფლიო რომის პაპს დაემშვიდობა

26 აპრილი 2025, 17:47 100 ნახვა

რომის პაპი, ანდერძის თანახმად, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. პაპი ფრანცისკე 1903 წლის შემდეგ გახდა პირველი პაპი, რომელიც ვატიკანის ფარგლებს გარეთ დაკრძალეს. დღეიდან იწყება 9 დღიანი გლოვა, რომლის განმავლობაშიც ფრანცისკეს სახელზე ყოველდღიურად აღევლინება მესა. სამგლოვიარო პროცესიამ რომის ქუჩებში ჩაიარა, რომელსაც 150 ათასამდე ადამიანი დაესწრო. წმინდა პეტრეს მოედანზე კი ცერემონიას 250 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა, ასევე იმყოფებოდა 150-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაცია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი