რუსეთის იერიში უკრაინის ქალაქებზე

27 აპრილი 2025, 11:30 116 ნახვა

ოკუპანტის იერიშს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 1 კაცი და დაშავდა 14 წლის გოგო. რუსეთმა ქალაქზე თავდასხმა დრონებით განახორციელა. საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები. დრონებით იერიშის შედეგად დაზიანებულია სახლები დნიპროშიც. ოკუპანტმა იერიში მიიტანა ნიკოპოლზეც სადაც 8 სახლი და გაზსადენი დაზიანდა. დონეცკის რეგიონში განხორციელებულ იერიშს კი 4 ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 17.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი