ჰააგაში ისრაელს ღაზის სექტორში დახმარების ბლოკადის გამო ასამართლებენ

28 აპრილი 2025, 13:26 83 ნახვა

ისრაელს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეშვებაზე უარის თქმის გამო საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ბრალის წარდგენა ემუქრება. დღეს ჰააგაში დაწყებული ერთკვირიანი მოსმენების დროს საერთაშორისო სასამართლოს ათობით ქვეყანა არგუმენტებს წარუდგენს. 

2 მარტიდან ისრაელმა მთლიანად შეწყვიტა ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდება. 

დეკემბერში გაეროს უმაღლეს სასამართლოს დაევალა  პალესტინელებისთვის დახმარების გაწევასთან დაკავშირებით ისრაელის ვალდებულებების შესახებ   საკონსულტაციო დასკვნის მომზადება.

ისრაელმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს საქონლისა და მარაგების შეტანას ღაზაში მანამ, სანამ პალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ არ გაათავისუფლებს დარჩენილ ყველა მძევალს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი