უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს 15 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს

28 აპრილი 2025, 13:31 106 ნახვა

კიევის პოდოლის რაიონულმა სასამართლომ 2014 წლის თებერვალში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტისა და მისი ახლო პირების რუსეთში გაქცევის საქმეზე ვიქტორ იანუკოვიჩს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ იანუკოვიჩი დამნაშავედ ცნო უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ორგანიზებასა და დეზერტირობის წაქეზებაში.

ამავე საქმის ფარგლებში იანუკოვიჩის ყოფილ დაცვის უფროსს,  10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საქმე, რომელიც პოდოლის რაიონულმა სასამართლომ განიხილა, უკავშირდება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის რუსეთში გაქცევას 2014 წლის 23 თებერვალს.

იანუკოვიჩსა და კობზარს ბრალად ედებოდათ, რომ მათ უკანონოდ გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი საჰაერო გზით, ასევე ორგანიზება გაუწიეს არანაკლებ 20 პირის რუსეთში უკანონო გადაყვანას. იანუკოვიჩისთვის, რომელიც უკვე 11 წელზე მეტია, რუსეთის ტერიტორიაზე იმალება, ეს სისხლის სამართლის საქმეზე უკრაინული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად გამოტანილი მეორე განაჩენია.

2019 წლის იანვარში იანუკოვიჩს სახელმწიფო ღალატისა და აგრესიული ომის წარმოებაში თანამონაწილეობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი