ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გადადგომის შესახებ განაცხადა

29 აპრილი 2025, 09:01 78 ნახვა

ისრაელის შიდა დაზვერვის სამსახურის უფროსმა გადადგომის შესახებ განაცხადა. რონენ ბარი თანამდებობას 15 ივნისს დატოვებს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ მისი გადაყენების მცდელობიდან ექვსი კვირის შემდეგ. „35-წლიანი სამსახურის შემდეგ, მუდმივი მემკვიდრის დანიშვნისა და პროფესიონალურად გადაბარების პროცესის ორგანიზების მიზნით, მე ჩემს თანამდებობას 2025 წლის 15 ივნისს დავასრულებ“, - განაცხადა „შინ ბეტის“ ხელმძღვანელმა რონენ ბარმა უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის მიერ ბარის მარტში გათავისუფლების გადაწყვეტილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია, კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ მთავრობა ძირს უთხრიდა სახელმწიფო ინსტიტუტებს და საფრთხეს უქმნიდა ისრაელის დემოკრატიის საფუძვლებს.

უზენაესმა სასამართლომ მოგვიანებით დროებით შეაჩერა მთავრობის მცდელობა ბარის გათავისუფლების შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს სურდა მისი გათავისუფლება მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ისრაელელი მომიტინგეების თვალთვალსა  და თავად ნეთანიაჰუს კორუფციულ საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის ჩაშლაზე. ნეთანიაჰუმ ბრალდებების საპასუხოდ ბარი ტყუილში დაადანაშაულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი