ასობით ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინის ომში - სამხრეთ კორეის სამხედრო დაზვერვა

30 აპრილი 2025, 09:04 90 ნახვა

სამხრეთ კორეის პარლამენტის დაზვერვის კომიტეტის წევრმა ლი სონგ-კვენმა,  ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში  15 ათასიდან 600-მდე  ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა. 

ჩრდილოეთ კორეამ ამ დროისთვის დაახლოებით 4 ათას 700 ჯარისკაცი დაკარგა, დაშავებულებისა და გარდაცვლილების სახით, თუმცა მისმა ჯარმა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საბრძოლო შესაძლებლობები გაიუმჯობესა თანამედროვე იარაღის, როგორიცაა დრონები, გამოყენების კუთხით - განაცხადა სამხრეთ კორეის პარლამენტის დაზვერვის კომიტეტის წევრმა.

კანონმდებლების თქმით, ჯარების გაგზავნისა და რუსეთისთვის იარაღის მიწოდების სანაცვლოდ, ფხენიანმა სავარაუდოთ ტექნიკური დახმარება მიიღო ჯაშუშური თანამგზავრების, ასევე დრონებისა და ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების სახით.

ამ კვირის დასაწყისში ფხენიანმა პირველად დაადასტურა, რომ ლიდერ კიმ ჩენ ინის ბრძანებით უკრაინის ომში რუსეთის მხარეს საბრძოლველად ჯარები გაგზავნა და, რომ  უკრაინის მიერ ოკუპირებული რუსეთის ტერიტორიის კონტროლის აღდგენაში დაეხმარა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში