პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას - პესკოვი

30 აპრილი 2025, 13:50 92 ნახვა

პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ღიაა უკრაინაში მშვიდობისთვის  და შეერთებულ შტატებთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა კონფლიქტი იმდენად რთულია, რომ სწრაფი პროგრესის მიღწევა, რომელიც  ვაშინგტონს სურს, რთულად მისაღწევია - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, კიევისგან ჯერ არ მოგვისმენია რაიმე განცხადება ან კომენტარი. ამიტომ, არ ვიცით, მზად არის თუ არა კიევი ამისთვის“, - აღნიშნა  კრემლის წარმომადგენელმა. მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ კიევმა არ უპასუხა 8-10 მაისს რუსეთის პრეზიდენტის, მიერ წამოყენებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინი მანიპულაციაში დაადანაშაულა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ კი პრაქტიკულად ყოველდღიურად მოითხოვს მოსკოვსა და კიევს მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში